თოდ ბოილი "მანჩესტერ სიტის" შემტევის ტრანსფერში დარწმუნებულია და სჯერა, რომ ეს აუცილებლად გამოვა.
The athletic - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია რაჰიმ სტერლინგზე, რომელიც ზაფხულში "ქალაქელებს" დატოვებს.
წყაროს მტკიცებით, თომას ტუხელს და "არისტოკრატების" მფლობელს სჯერათ ინგლისელი შემტევის მოსვლის და აპირებენ ოფიციალური წინადადებით მიმართონ სულ მალე მანჩესტერულ კლუბს.
ბოლო ცნობებით, "სიტი" რაჰიმს 50/60 მილიონ ევროდ აფასებს, რისი გადახდაც წესით არ უნდა გაუჭირდეთ ლურჯებს.