როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდ ცვლილებებს გეგმავს.
"არისტოკრატები" "ტორინოს" 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის, გლეისონ ბრემერის შეძენით ინტერესდებიან.
იტალიური გუნდის ხელმძღვანელებმა გასულ ზაფხულს გლეისონს ერთი სეზონით დარჩენის შემთხევაში "ტორინოს" დატოვების გარანტია მისცეს.
შედეგა, ტომას ტუხელის გუნდს ზაფხულში ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის დიდი შანსები ექნება.
ბრემერი საკმაოდ ბევრ გრანდს სურს, მისი ფასი კი დაახლოებით 50 მილიონი ევროა.