ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" და "ლივერპულმა" ახლახანს ოფიციალურად დაადასტურეს ერლინგ ჰოლანდის და დარვინ ნუნიესის ტრანსფერი.
გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსი" არ აპირებს, რომ ჩამორჩეს ამ ორ ინგლისურ გრანდს და მზად არიან დიდი ტრანსფერი გაჩარხონ.
ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ "არისტოკრატებს" მეგა შემტევი სურთ.
საინტერესოა ვინ იქნება ეს მეგა სტრაიკერი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ჰოლანდს და ნუნიესს.