როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგისთვის მზადებას იწყებს.
"ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ეროვნულ გუნდში ლონდონის "ჩელსის" ორი ფეხბურთელი გამოიძახა.
ნაკრების სიაში "არისტოკრატების" მცველები, სეზარ ასპილიკუეტა და მარკოს ალონსო მოხვდნენ.
ასე, რომ ლონდონის "ჩელსის" ესპანელ ლეგიონერებს ივნისში მნიშვნელოვანი შეხვედრები ელით.