27 წლის იტალიელი ფეხბურთელი, ემერსონ პალმიერი ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" დაუბრუნდება.
გამოცდილი მცველი მზად არის ტომას ტუხელის გუნდში დაბრუნდეს და ბენ ჩილველს კონკურენცია გაუწიოს.
როგორც მოგეხსენებათ, იტალიელი ფეხბურთელი 2021/2022 წლების სეზონში იჯარის წესით "ლიონის" ღირსებას იცავდა.
ემერსონმა გასულ სეზონში ჩატარებულ 37 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.