როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსი" ზაფხულისთვის ძალიან აქტიურად ეცდება ახალი ნახევარმცველის დამატებას.
Sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი კანდიდატი მარინა გრანოვსკაიას უკვე შერჩეული ყავს.
წყაროს მტკიცებით, საუბარია აურელიენ ჩუამენიზე, რომელიც "მონაკოში" ასპარეზობს და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად მოიაზრება.
როგორც წყარო გვამცნობს, ლონდონური გრანდი მზად არის, რომ ფრანგის სანაცვლოდ იმდენი გადაიხადოს, რამდენიც საჭირო იქნება.
თომას ტუხელს ნებისმიერ ფასად სურს ჩუამენის გუნდში მოყვანა. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები.