როგორც Mundo Deportivo იტყობინებოდა, ალესიო რომანიოლის მიმართ ინტერესს შემდეგი კლუბები გამოხატავენ: "ბარსელონა", "ჩელსი", "ბაიერნი" და "სევილია".
Gazzetta dello Sport-ის ცნობით კი, "მილანის" მსურველთა სიას თანაქალაქელი "ინტერიც" შეემატა.
წყაროს ინფორმაციით, "ინტერი" რომანიოლის ალესანდრო ბასტონის შემცვლელად მოიაზრებს, რომლის გაფორმებითაც "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება და მის თაობაზე იტალიელებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.
შეგახსენებთ, რომანიოლის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.