ლონდონის "ჩელსი" მილანის "ინტერში" მოთამაშე 33 წლის ხორვატი თავდამსხმელით, ივან პერისიჩით ინტერესდება.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტუხელს ხორვატი ფეხბურთელის გუნდში მოყვანა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა და ახლაც სურს.
"ინტერს" გამოცდილ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, თუმცა ჯერჯერობით სიახლე არ არის.
ცნობისთვის, ივან პერისიჩმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 46 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.