ასეთ რაღაცას ხშირად ვერ ნახავთ - როგორ კონტრაქტს სთავაზობს "ვესტ ჰემი" რაისს

ასეთ რაღაცას ხშირად ვერ ნახავთ - როგორ კონტრაქტს სთავაზობს "ვესტ ჰემი" რაისს

ლონდონის "ვესტ ჰემი" ყველაფერს აკეთებს, რათა დეკლან რაისი შეინარჩუნოს და მსურველების ინტერესი ჩააცხროს.

ჯერ იყო და რაისი 150 მილიონ ფუნტად შეფასდა, ახლა კი "ჩაქუჩები" ინგლისელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ.

რაისს მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება და თუ არ გაახანგრძლივებს, მაშინ "ვესტ ჰემს" 2023 წლის ზაფხულში მაინც მოუწევს მისი გაყიდვა.

ამიტომაც, talkSPORT-ის თქმით, ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს 8-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, ანაზღაურება კი კვირაში 200,000 ფუნტი იქნება.

სავარაუდოდ, დეკლანი ამ წინადადებაზე უარს იტყვის, რადგან, რაისის თქმით, მას ტიტულებისთვის სურს ბრძოლა.

23 წლის საყრდენის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავენ.

1 კვირის წინ
218 / 0
admin
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ