მოგეხსენებათ, "ბარსელონა" "ჩელსის" მარჯვენა მცველით, სეზარ ასპილიკუეტათი, ინტერესდება.
ჟურნალისტ ხავი მიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი ფეხბურთელის "ბლაუგრანაში" ტრანსფერი გარდაუვალია.
რამდენიმე დღის წინ როგორც პრესაში დაიწერა, სეზარი პრემიერ ლიგის ზემოთხსენებული გრანდის ახალ ბორდს ელოდებოდა.
32 წლის მოთამაშეს ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, "Transfermarkt-ი" კი მას 11 მილიონ ევროდ აფასებს.
გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ასპილიკუეტას მონაგარი "არისტოკრატების" მაისურით 44 დაპირისპირებაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.