დე ბრუინის ოცნების 5-ეული - ვინ მოხვდა სიაში

დე ბრუინის ოცნების 5-ეული - ვინ მოხვდა სიაში

ლისაბონის "ბენფიკადან" ტრანსფერის შემდეგ, რუბენ დიაში "მანჩესტერ სიტის" წამყვან ფიგურად და კაპიტნად ჩამოყალიბდა.

მიუხედავად ამისა, ეტიჰადელთა ასევე ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დე ბრუინის ოცნების 5-ეულში, დიაშის ნაცვლად, ვირჯილ ვან დაიკის ადგილი მოიძებნა.

"ვფიქრობ ის ადგილს იმსახურებს. ვან დაიკი ტრავმამდე უბრალოდ გასაოცარი იყო. რთულია გადაჭრით თქმა, რომ ვინმე ვინმეს სჯობს, მაგრამ დიდი ალბათობით, ვირჯილ ვან დაიკი მსოფლიოს ტოპ 3 მცველია, რუბენ დიაშთან და სხვებთან ერთად."

აღსანიშნავია, რომ ამ 5-ეულში "ჩელსის" ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტეც მოხვდა.

სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ლეო მესი - ნეიმარი - ნ'გოლო კანტე - ვირჯილ ვან დაიკი - ბერნარდო სილვა.

1 კვირის წინ
309 / 0
admin
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ