ლონდონის "ჩელსიში" 37 წლის ბრაზილიელი მცველი, ტიაგო სილვა გენიალურ სეზონს ატარებს.
"არისტოკრატების" ფეხბურთელმა, რის ჯეიმსმა თავის ვეტერან თანაგუნდელზე ისაუბრა:
"ყველას შეუძლია დაინახოს ის, რაც მოაქვს, როცა მოედანზე ფეხს დადგამს. ის არის ხარისხიანი. ის კარგი პროფესიონალი და კარგი ადამიანია, რომ არა, 37 წლის ასაკში უმაღლეს დონეზე არ ითამაშებდა", - განაცხადა ჯეიმსმა.
ცნობისთვის, ტიაგო სილვამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 41 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.