როგორც მოგეხსენებათ, ხვალ "ჩელსი" "ლივერპულის" წინააღმდეგ ინგლისის თასზე გამართავს ფინალურ მატჩს.
აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატები" გამარჯვების შემთხვევაში სოლიდურ თანხას მიიღებენ.
Daily mail - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოგების შემთხვევაში, თითოეული ფეხბურთელი 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
აქვე გეტყვით, რომ ეს დაპირისპირება სტარტს, ჩვენი დროით, 19:45 - ზე აიღებს.