გუშინ ნ'გოლო კანტესა და მატეო კოვაჩიჩის თამაში FA CUP - ის ფინალში პრაქტიკულად გამორიცხული იყო, თუმცა ახლა ასე არ არის.
"ჩელსის" ოფიციალური ვებ-საიტის ცნობით, ფრანგმა ნახევარმცველმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და წესით და რიგით "ლივერპულთან" თამაშისთვის მზად უნდა იყოს.
რაც შეეხება ხორვატს, მატეოს ტრავმა არ აღმოჩნდა ისეთი მძიმე, როგორიც ჩანდა და დიდია იმის ალბათობა, რომ ფინალში განაცხადში იყოს.
თუმცა, თომას ტუხელს ბოლო სიტყვა ეთქმის ორივე ფეხბურთელთან დაკავშირებით. საინტერესოა რას გადაწყვეტს გერმანელი.