"ჩელსის" "ბარსასთან" ბარტერი სურს - უახლესი ინფორმაცია

"ჩელსის" "ბარსასთან" ბარტერი სურს - უახლესი ინფორმაცია

როგორც "Diario Sport-ი" იტყობინება, "ჩელსი" "ბარსელონასთან" 2-მოთამაშიანი ბარტერით ინტერესდება.

"არისტოკრატებს" სერჟინიო დესტი და ნეტო სურთ, სანაცვლოდ კი კატალონიურ კლუბს სეზარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს სთავაზობენ.

ცნობილია, რომ პოტენციურ ბარტერს თანხა არ დაემატება.

მოგეხსენებათ, ლონდონური კლუბის რადარზე ამერიკელი უკვე საკმაო ხანია, რაც იმყოფება.

რაც შეეხება ნეტოს, ისინი ბრაზილიელს სათადარიგო მეკარედ განიხილავენ, რადგან კეპა არისაბალაგა "სტემფორდ ბრიჯიდან" აბარგების გზას ადგას.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

1 კვირის წინ
259 / 0
admin
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ