იტალიაში გადაბარგებული ტამი აბრაჰამი შესანიშნავად გამოიყურება და ბოლო პერიოდია, ინგლისელს გოლებიც ხშირად გააქვს.
ტამის ასეთი პროგრესი ინგლისში შეუმჩნეველი არ დარჩენილა და როგორც Daily Mail-ი იტყობინება, მისი დამატება მანჩესტერულ კლუბებს სურთ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ ფორვარდს ეძებს, აბრაჰამი კი პოტენციური სამიზნეების სიაში მოხვდა.
თავის მხრივ, "მგლები" არ აპირებენ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მარტივად დათმობას და მას 100 მილიონ ფუნტად აფასებენ.
"ჩელსის" ყოფილ ფორვარდს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 15 გოლი და 4 ასისტი მოუგროვდა.