ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ მაისის ბოლოს თოდ ბოილი ოფიციალურად გახდება "ჩელსის" ახალი მფლობელი.
ამერიკელი ბიზნესმენი უკვე გეგმებს ისახავს იმის შესახებ, თუ როგორ გააძლიეროს "არისტოკრატთა" შემადგენლობა.
Mail sports - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოილი აპირებს, რომ ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი გაუშვას, რომელიც გუნდისთვის საჭირო არ არის.
წყაროს მტკიცებით, იგი ასევე უმაღლესი დონის მოთამაშის მოყვანას გეგმავს ნახევარდაცვაში და ამისთვის ცალკე ინვესტიცია არის გამოყოფილი.
ასე რომ, თოდს გეგმა უკვე აქვს, დაველოდოთ და ვნახოთ რამდენად მოიყვანს ამას სისრულეში.