VIDEO: პულიშიჩის და ბენ ჩილველის თბილი შეხვედრა

პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მატჩში "ჩელსიმ" შინ "ვესტ ჰემი" მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ბოლო წუთზე კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა.

შეხვედრის შემდეგ ამერიკელი ფეხბურთელი ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, სწორედ ამ დროს ბენ ჩილველი მასთან მივიდა და ჩაეხუტა.

"ჩელსის" გულშემატკივრებისთვის ეს ძალიან თბილი კადრი გახლდათ.

ცნობისთვის, ჩილველი ტრავმის მოშუშების ბოლო ფაზაშია და მოედანს მალე დაუბრუნდება.

4 კვირის წინ
160 / 0
CHANTO
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ