VIDEO: გოლი ბოლო წუთზე! - კრისტიან პულიშიჩმა “ჩელსის” 3 ქულა მოუპოვა

ინგლისის ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში ლონდონურ დერბიში "ჩელსიმ" შინ "ვესტ ჰემი" მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა. მატჩის 86-ე წუთზე "ვესტ ჰემს" კრეიგ დოუსონი გაუძევეს.

შეხვედრის 87-ე წუთზე ჟორჟინიომ პენალტი გააფუჭა.

შეხვედრის 90-ე წუთზე კი კრისტიან პულიშიჩმა გოლი გაიტანა და "ჩელსის" გმირად მოევლინა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვებით "არისტოკრატებმა" პრემიერ ლიგაში 65 ქულა დააგროვეს.

4 კვირის წინ
281 / 0
CHANTO
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ