2012 წლის 24 აპრილი ლონდონის "ჩელსისთვის" ისტორიული დღეა.
სწორედ ამ დღეს 10 წლის წინ ფერნანდო ტორესმა "ბარსელონას" წინააღმდეგ მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე გოლი გაიტანა და "არისტოკრატები" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
პირველ შეხვედრაში "ჩელსიმ" მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვა, განმეორებით მატჩში კი "ბარსელონა" მეტოქეს ანგარიშით 2:1-ს ამარცხებდა და მატჩის ბოლო წუთზე ტორესი "არისტოკრატებს" გმირად მოევლინა.
საბოლოო ჯამში, ესპანელი თავდამსხმელის ისტორიული გოლის შემდეგ "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო.