"Sport-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი" და "ბაიერნი" "ბარსელონას" 17 წლის ცენტრალური ნახევარმცველის, გავის, სიტუაციას აკვირდებიან.
ამის მიუხედავად, "ბლაუგრანამ" იცის, რომ ესპანელი ფეხბურთელის პრიორიტეტი კვლავ და კვლავ "ბარსელონური" მომავალია.
გავის კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ცნობისათვის, ამ სეზონში მის ანგარიშზე ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 25 დაპირისპირებაში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.