"მონაკოს" ახალგაზრდა ფეხბურთელი, აურელინ ჩუამენი პრემიერლიგული გრანდების - "ლივერპულის", "მანჩესტერ იუნაიტედის", ლონდონის "ჩელსისა" და ლონდონის "ტოტენჰემის" რადარზეა.
TuttoJuve იტყობინება, რომ ტალანტისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოკვეთილია - ჩუამენის ყიდვის ყველაზე კარგი შანსი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს აქვთ.
როგორც ირკვევა, "მონაკო" მას 42 მილიონ ევროს აფასებენ, "არისტოკრატები" კი მზად არიან, მის სანაცვლოდ 52 მილიონიც კი გადაიხადონ.
"პენსიონერები" ეცდებიან, რომ რაც შეიძლება მალე მოაგვარონ ახალგაზრდა შუახაზელის ტრანსფერი.