2022 წელს, მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით გველის, რადგან ტურნირი კატარში გაიმართება, სადაც ზაფხულში ძალიან ცხელა.
აქედან გამომდინარე, FIFA-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსოფლიო ჩემპიონატი შემოდგომა-ზამთარში გაიმართოს.
შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შიდა ჩემპიონატები შეჩერდება, რადგან მოთამაშეების ნაწილი ეროვნულ ნაკრებს უნდა შეუერთდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ ლიგა პაუზას 2022 წლის 13 ნოემბერს აიღებს და სეზონი ამავე წლის 26 დეკემბერს განახლდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოთამაშეებს დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო ეძლევათ და ფინალურ ეტაპზე გასული ფეხბურთელები მხოლოდ 8 დღე დაისვენებენ.