როგორც მოგეხსენებათ, ლუკაკუმ რამდენიმე კვირის წინ ინტერვიუ მისცა sky Italia - ს, სადაც თქვა, რომ "ჩელსიში" არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და "ინტერში" დაბრუნება სურს.
დღეს იტალიური Calciomercato იტყობინება, რომ ბელგიელს სრულიად სხვა სიტუაცია დახვდა ლონდონში.
წყაროს მტკიცებით, რომელუ ასეთ სიტუაციას არ ელოდა და ძალიან უნდა მისი ამჟამინდელი კლუბის დატოვება.
ლუკაკუს სურვილია, რომ დაბრუნდეს მილანში და დაიცვას "ინტერის" ღირსება, თუმცა ეს იანვარში გამორიცხულია. ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში.