"ბარსელონა" მზადაა "ჩელსის" ვარსკვლავი შეიძინოს - ტრანსფერი რეალურია

"ბარსელონა" მზადაა "ჩელსის" ვარსკვლავი შეიძინოს - ტრანსფერი რეალურია

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, "ბარსელონა" და "ბაიერნი" "ჩელსის" ცენტრალური მცველით, ანდრეას კრისტენსენით, ინტერესდებიან. 

ფაბრიციოზე დაყრდნობით, ლონდონელებისთვის ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით 25 წლის მოთამაშეს პასუხი არ გაუცია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

საინტერესოა, რომელი კლუბის ვარიანტი ხიბლავს თავად კრისტენსენს, რომელსაც "არისტოკრატებთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გეტყვით, რომ ამ სეზონში დანიელი ფეხბურთელის ანგარიშზე "ჩელსის" მაისურით 21 დაპირისპირებაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

3 დღის წინ
155 / 0
მესხი
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ