ჰოლანდის აგენტის მეგობარი: "ერლინგს ამ კლუბში ვხედავ"

ჰოლანდის აგენტის მეგობარი: "ერლინგს ამ კლუბში ვხედავ"

ცნობილმა საფეხბურთ აგენტმა, პედრო ბრავომ დორტმუნდის "ბორუსიას" ნორვეგიელი თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.

"მე რომ ფსონის დადება მიწევდეს, სად ითამაშებდა ჰოლანდი შემდეგ სეზონში, ინგლისურ კლუბს ან "ბარსელონას" ავირჩევდი და არა "რეალ მადრიდს". ის მბაპესთან გაერთიანებას არ აპირებს. მე მინოს (*მინო რაიოლა, ნორვეგიელის აგენტი) ვესაუბრე... ამ საკითხზე არა, მაგრამ ჰოლანდს "ბარსაში" ვხედავ.

ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ერლინგი ჰოლანდი იქნება ის, ვინც საკუთარ მომავალს გადაწყვეტს. რა თქმა უნდა, მინოს რჩევით. მას, როგორც ყველა აგენტს, თავისი კლიენტისთვის საუკეთესო სურს." - თქვა ბრავომ El Chiringuito-ს ეთერში.

ნიშანდობლივია, რომ პატივცემული პედრო ნორვეგიელი თავდამსხმელის აგენტის, მინო რაიოლას ახლო მეგობარია, რაც მის ნააზრევს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ბოლო ინფორმაციების თანახმად, ჰოლანდისთვის ზაფხულში "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" იბრძოლებენ.

რაც შეეხება "ჩელსის", ლონდონური გრანდი სიტუაცის აქტიურად აკვირდება, მით უმეტეს იმ განცხადების შემდეგ, რაც ლუკაკუმ დაახლოებით 1 კვირის წინ გააკეთა.

4 დღის წინ
193 / 0
მესხი
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ