კრიშტიანუ რონალდუს კარიერის განმავლობაში უამრავი შესანიშნავი მცველის წინააღმდეგ უთამაშია, თუმცა მან მაინც გამოარჩია ერთ-ერთი მათგანი.
რონალდუს თქმით, მისი ყველაზე რთული მეტოქე "არსენალისა" და "ჩელსის" ინგლისელი მცველი ეშლი კოული იყო.
"წლების განმავლობაში ეშლი კოულის წინააღმდეგ ბევრი კარგი დაპირისპირება მქონდა. ის ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევდა.
კოული გამძლე და სწრაფი მცველი იყო, რომელსაც იმ წლებში კარიერის პიკი ჰქონდა და კარგ ფორმაში ყოფნისას მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული გახლდათ", - თქვა რონალდუმ Coach Mag-თან ინტერვიუში