სრული მოულოდნელობა - ტუხელი ფეხბურთელს შეუთანხმდა?!

სრული მოულოდნელობა - ტუხელი ფეხბურთელს შეუთანხმდა?!

"ბარსელონაში" ეჭვობენ, რომ უსმან დემბელეს ტომას ტუხელის "ჩელსის" უკვე შეუთანხმდა, - იტყობინება El Chiringuito.

ფრანგ გარემარბს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყება იანვრიდან შეეძლება, მაგრამ თუ ამ ცნობას დავუჯერებთ, "არისტოკრატებს" ყველაფერი მოგვარებული ჰქონიათ.

ბუნებრივია, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, უსმანის გადაწყვეტილებაში მთავარი როლი ტუხელს ექნება ნათამაშები.

სწორედ გერმანელი სპეციალისტის ხელში ჰქონდა დემბელეს კარიერის საუკეთესო სეზონი, როცა მან დორტმუნდის "ბორუსიაში" გაიბრწყინა.

2016/2017 წლების სეზონში უსმანმა 49 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 21 ასისტი გააკეთა. ბუნებრივია, ეს სწორედ ტომასის დამსახურება გახლდათ.

ესპანურ პრესაში ხშირად წერენ, რომ ტუხელთან მუშაობა 24 წლის შემტევს ძალიან ენატრება.

აქვე შეგახსენებთ, რომ გაისად უსმანი თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბში გადასვლა თავისუფლად შეეძლება.

1 კვირის წინ
490 / 0
მესხი
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ