116 წელი დაარსებიდან - როგორ იქმნებოდა ჩელსი (ნაწილი 1)

116 წელი დაარსებიდან - როგორ იქმნებოდა ჩელსი (ნაწილი 1)

19 საუკუნის მიწურულს, 1896 წელს ჰენრი ავგუსტუს მირსმა და მისმა ძმამ, ჟოზეფმა დასავლეთ ლონდონში მატჩების ჩასატარებლად დიდებული სტადიონი, „სტემფორდ ბრიჯი“ შეიძინეს. თავდაპირველად, ფინანსური სარგებლის მოსაპოვებლად ძმებმა მოედანი ადგილობრივ კლუბ, „ფულემს“ შესთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და მირსების ბიზნეს იდეა დროებით ჩავარდა. მომავალში პოტენციური გაბანკროტების თავიდან ასარიდებლად ძმებმა "ბრიჯის" სარკინიგზო კომპანიისთვის მიყიდვა განიზრახეს, მაგრამ მირსის კოლეგის, ფრედ პარკერის დაჟინებული თხოვნით ყველაფერი სულ სხვანაირად წავიდა.(მას უნდოდა ძმებს სტადიონი უფრო სარფიანად გამოეყენებინათ და საკუთარი კლუბი შეექმნათ) პარკერი თავის მემუარებში წერს:

"ერთ დღეს მე და მირსი ქუჩაში ვსეირნობდით. ძალიან მოწყენილი და ფიქრებში გართული ვიყავი, რადგანაც ვხვდებოდი, რომ „სტემფორდ ბრიჯს“ ან სასწაული გადაარჩენდა, ანდაც  ნახშირის რიგით საწყობად იქცეოდა. ფიქრებში გართულს მირსის ძაღლი უეცრად მეცა და მიკბინა, სისხლმა კიდურიდან ძალიან სწრაფად იწყო დენა. ამ დროს გასს ჭრილობა ვუჩვენე და ვუთხარი:"შეხედე, შენმა წყეულმა ძაღლმა ლამის შემჭამა" . იმის მაგივრად, რომ შეწუხებულიყო და ჩემი ტკივილი გაეზიარებინა, მითხრა:"შოტლანდიური ტერიერი  ურთიერთობას ყოველთვის კბენით იწყებს"

ამ არაორდინალურ ქმედებაზე გულიანად გამეცინა, სისხლის დინებაც შემცირებული იყო და ეს ფაქტიც უკვე ნაკლებად მადარდებდა.

რამდენიმე წუთში, გასი მოტრიალდა, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა:"შენ ამ დაწყევლილი ძაღლის ასეთი ნაკბენი ღირსეულად აიტანე, მამაკაცების უმეტესობა ამაზე ძალიან გაგიჟდებოდა და საშინელებებს მოიმოქმედებდა. სხვებისგან განსხვავებით, ჩათვალე, რომ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი ხარ..  დღეს ექიმთან წადი და ჭრილობას მოუარე, ხვალ 9 საათზე კი ჩემთან გელოდები, წინ დიდი ამბები გველის"

სწორედ ეს ინცინდენტი გამოდგა გადამწყვეტი „ჩელსის“ დაარსების საქმეში.

„ჩელსი“ 1905 წლის 10 მარტს, პაბ “The Rising Sun”-ში დაარსდა. გამომდინარე იქიდან, რომ საფეხბურთო კლუბი „ფულჰემი“ უკვე არსებობდა, მირსსა და პარკერს სახელზე საკმაო ფიქრი მოუწიათ. იყო რამდენიმე ვარიანტი: საფეხბურთო კლუბი ლონდონი, საფეხბურთო კლუბი კენინგსტონი, საფეხბურთო კლუბი სტემფორდ ბრიჯი და ჩელსი. საბოლოოდ არჩევანი ჩელსიზე გაკეთდა.  რაც შეეხება კლუბის ფორმას, გასმა „არისტოკრატთა“ ლურჯი ფორმის იდეა ჩელსის ლორდის, ჰენრი არტურ კედოგენის სარბოლო ცხენის შესამოსელიდან აიღო.

დაარსებიდან ერთი თვის შემდეგ „ჩელსიმ“ სამხრეთის ლიგაში ასპარეზობა სცადა, მაგრამ „ფულჰემისა“ და „ტოტენჰემის“ უარის გამო ეს ყველაფერი არ გამოვიდა, მაგრამ „არისტოკრატებს“ უშუალოდ ინგლისის საფეხბურთო ლიგამ დადებითი პასუხი შეუთვალა და მათ ასპარეზობის უფლება მისცა. ამ ამბიდან ძალიან მალე ფრედ პარკერის დაუღალავი შრომის წყალობით ლონდონურმა გუნდა ფინანსური სტაბილურობა მოიპოვა და იმ დროისთვის საუკეთესო მეკარე უილიამ "პუტკუნა" ფოლკი შეიძინა, რომლის სიმაღლე 2 მეტრს, ხოლო წონა 127 კილოგრამს აღწევდა.

გარდა მეკარის შეძენისა, მირსმა და პარკერმა მოთამაშე-მწვრთნელად 28 წლის მარცხენა მცველი, ჯონ რობერტსონი დაიქირავეს. ასევე შეიძინეს ჯიმი უინდრიჯი, ბობ მაკრობერტსი, ფრენკ პირსონი და სხვები. ახლად ჩამოყალიბებულმა ლონდონურმა კლუბმა სახლში პირველად „ლივერპულის“ წინააღმდეგ ითამაშა და მერსესაიდელები გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ძმები მირსები ძალიან ზრუნავდნენ კლუბზე, „ჩელსის“ როლი ინგლისურ ფეხბურთში მაინც მცირე იყო. ისინი ყიდულობდნენ უამრავ ვარსკვლავს, თამაშობდნენ სანახაობრივ ფეხბურთს, მაგრამ მნიშვნელოვანს ვერაფერს აღწევდნენ. სწორედ ამიტომ, გუნდმა გარკვეული ცვლილებები გაატარა, რომელმაც სამომავლოდ შედეგი გამოიღო.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ 1919-20 წლების სეზონში, მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, ლონდონური კლუბი მესამე ადგილზე გავიდა, „ლურჯებმა“ ასევე მოახერხეს ასოციაციის თასის ნახევარფინალში გასვლაც.

1923-24 წლების სეზონი

ამ წლებში „ჩელსის“ საკმაოდ გაუჭირდა და გუნდი მეორე დივიზიონში დაქვეითდა. რამდენიმეწლიანი წვალების შემდეგ „არისტოკრატები“ პირველ დივიზიონში 1929-30 წლების სეზონში დაბრუნდნენ, სადაც მომდევნო 32 წლის მანძილზე პოზიცია მყარად შეინარჩუნეს.

მოკლედ რომ  ვთქვათ, ლონდონური კლუბი საკმაოდ არასტაბილური იყო, იყო წლები, როდესაც  „პენსიონერები“ თასებს ძალიან უახლოვდებოდნენ, მაგრამ ამასთანავე იყო პერიოდები, როდესაც ისინი მეორე დივიზიონში დაქვეითებასთან 1, ან 2 ქულით იყვნენ ახლოს. მიუხედავად ტაბლოზე ხშირად დაფიქსირებული უარყოფითი შედეგებისა,  „ჩელსი“ იყო ის გუნდი, რომლის თამაშიც მაყურებელს ძალიან ხიბლავდა, ამას 1935 წლის 12 ოქტომბერს ლონდონურ დერბიზე დამსწრები საზოგადოების რაოდენობაც ამტკიცებს - შემოდგომის თვეში „არსენალისა“ და „ჩელსის“ შეხვედრას არც მეტი არც ნაკლები,  82 900-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.


(არსენალისა და ჩელსის შეხვედრა)

რევოლუციონერი ტედ დრეიკი


მეოცე საუკუნის შუა წლებში, კერძოდ 1952 წელს ლონდონური „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ინგლისის ნაკრებისა და „არსენალის“ ყოფილი ფორვარდი, ტედ დრეიკი დაინიშნა. ყოფილი „მეთოფე“ „არისტოკრატებში“ რევოლუციური იდეებით მივიდა, მან შეცვალა კლუბის ლოგო, დანერგა ვარჯიშის ახალი სისტემა და უფრო მეტი დრო და ფინანსები დაუთმო „ჩელსის“ ახალგაზრდულ აკადემიას. საბოლოოდ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და 1954-55 წლების სეზონში „არისტოკრატებმა“ ინგლისის ჩემპიონობა იზეიმეს.  ამავე წელს უეფამ ჩემპიონთა ლიგის წინამორბედი, ჩემპიონთა თასიც დაარსა, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო „ლურჯებმა“ ამ მეტად მნიშვნელოვან ჩემპიონატში ასპარეზობა ვერ შეძლეს. დრეიკის ეპოქის დადგომისთანავე თითქოს კლუბმა არტახები აიხსნა და ინერციით წარმატებისკენ დაეშვა.


(ჩელსის შემადგენგლობა, რომელმაც პირველი ტიტული მოიგო, 1955 წელი)


1964-65 წლები - გუნდი ასპარეზობს სამ ჩემპიონატზე, მაგრამ ეუფლება მხოლოდ ლიგის თასს

1970  წელი - „ჩელსი“ ასოციაციის თასის მფლობელი გახდა

1970-71 წელი - „ჩელსი“ ამარცხებს მადრიდის „რეალს“ თასების მფლობელთა თასის ფინალში

 

მხსნელად მოვლენინი ბიზნესმენი


1982 წელს, "ჩელსის" სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. გუნდმა სტადიონის მოდერნიზაციას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი შესწირა და ამით უძლიერესთა რიგებსაც უმალ გამოეთიშა. ამ პერიოდში კლუბს იმდენად გაუჭირდა, რომ მესვეურებს ფეხბურთელებისთვის ხელფასის გადახდაც კი არ შეეძლოთ. ამ დროს მოხდა საოცრება, გამოჩნდა ბიზნესმენი, კენ ბეითსი, რომელმაც "ლურჯები" მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფუნტად შეიძინა და 1.5 მილიონის გადახდა საკუთარ თავზე აიღო (იმ დროს ეს საკმაოდ დიდი თანხა გახლდათ) . ბეითსი აშკარა ავანტიურაზე წავიდა, რადგანაც "არისტოკრატებით" ის მოგებას ვერ ნახულობდა, მეტიც, ინგლისელი ბიზნესმენი ამ კლუბით კვირაში 12,000 ფუნტით ზარალდებოდა. 1983 წელს „ჩელსი“ მესამე დივიზონში გავარდნასაც კი გადარჩა, მაგრამ ბოლოს „პენსიონერებმა“ აღზევება კვლავაც შეძლეს.

იტალიური რენესანსი


1996 წელს "ჩელსის" ისტორიაში დიდებული ეპოქა დადგა - ფინანსური დავებისა და პრობლემების შემდეგ ლონდონური გუნდი რუდ გულიტმა ჩაიბარა.

მან შეიძინა მსოფლიო კლასის ფეხბურთელები: ჯანლუკა ვიალი, ფრენკ ლებაფი, ჯანფრანკო ძოლა და რობერტო დი მატეო (კლუბის პირველი სატრანსფერო რეკორდი 4.9 მილიონი).  ცოტა მოგვიანებით გუნდს ურუგვაელი ნახევარმცველი გას პოიე და ნორვეგიელი ტორე ანდრე ფლო შეუერთდა.  ამ ფეხბურთელებისა და გულიტის გონივრული ქმედებების დახმარებით „ჩელსი“ ინგლისის საუკეთესო კლუბების სიაში ჩაეწერა და საკმაოდ სერიოზული რეპუტაციაც მოიპოვა - ბრიტანული პრესა „არისტოკრატებზე“ წერდა:“ისინი თამაშობენ მხურვალედ, კოორდინირებულად, აკეთებენ ბევრ პასებს და ჰყავთ ტექნიკით დაჯილდოებული დიდებული ფეხბურთელები, რომლებიც ამ ყველაფერს უფრო მეტ ხიბლს სძენენ“

გულიტმა ასოციაციის თასის მოგებითა და ინგლისის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გასვლით, იმედები ნამდვილად გაამართლა. მან ამ გამარჯვებით 26-წლიანი ნავსი გატეხა და „არისტოკრატებს“ ნანატრი ტიტული მოაგებინა. ჰოლანდიელი სპეციალისტის მოღვაწეობის დროს ყველაზე გამორჩეული  მატჩი „ჩელსიმ“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართა, როდესაც გუნდმა 2-გოლიანი სხვაობა მეორე ტაიმში აღმოფხვრა და მერსესაიდელებს 4-2 მოუგო.

1998 წლის თებერვალს გულიტი გუნდიდან მოულოდნელად გაანთავისუფლეს (ამ დროს „ჩელსი“ ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე იყო და კიდევ ორი თასი მოსაგებად ნახევარფინალური შეხვედრები ჰქონდა გასამართი). ჰოლანდიელი სპეციალისტი კიდევ ერთმა მოთამაშე-მწრთნელმა, 33 წლის ჯანლუკა ვიალიმ ჩაანაცვლა. იტალიელმა სამწვრთნელო კარიერა ძალიან კარგად დაიწყო და მოსვლიდან ორ თვეში ორი თასის მოგება მოახერხა.

ინგლისის თასი

 ინგლისის თასი - ინგლისის თასის ფინალში „ჩელსი“ „უემბლიზე“ „მიდლსბროს“ დაუპირისპირდა და ორი უპასუხო გოლის დახმარებით კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა. ( დი მატეოს გოლის დახმარებით).

თასების მფლობელთა თასი


„არისტოკრატები“ თასების მფლობელთა თასზე -  „ლურჯებმა“  ფინალამდე მისასვლელად საკმაოდ ეკლიანი გზა განვლეს. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „პენსიონერები“ იტალიურ „ვიჩენცას“ დაუპირისპირდნენ და პირველ თამაშში მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდნენ, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში ძალები მოიკრიბეს და მეტოქე გუნდს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს, ხოლო რაც შეეხება ფინალს, "შტუტგარტთან" გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული სცენარით წარიმართა, მაგრამ მეორე ტაიმში განხორციელებულმა ცვლილებამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა - ჯანლუკა ვიალიმ მოედანზე კაშკაშა ვარსკვლავი, ჟანფრანკო ძოლა შეიყვანა. იტალიელმა არ დააყოვნა და მოედანზე ფეხის დადგმიდან 17 წამში „შვაბების“ კარის ბადე შეარხია. ამ გოლით მან საყვარელ კლუბს რიგით მეორე თასების მფლობელთა თასი მოუპოვა.

სუპერ თასი

თასების მფლობელთა თასისა და ინგლისის თასის მოგების გარდა, ვიალის მიერ გაწვრთნილმა კლუბმა მონაკოში მადრიდის „რეალის“ დამარცხება და სუპერ თასის მოპოვებაც შეძლო.

კლაუდიო რანიერი


 ვიალიმ ახალ ფეხბურთელებში თითქმის 26 მილიონი ფუნტი დახარჯა და შეიძინა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ჰოლანდიელი ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი და ეიდურ გუდიონსენი. მიუხედავად შენაძენებისა, ვიალის არასახარბიელო სტატისტიკამ მის გარშემო ხმების აგორება გამოწვია და ამას, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მისი თანამდებობიდან დათხოვნა მოჰყვა. ჯანლუკა მეორე იტალიელმა, კლაუდიო რანიერიმ ჩაანაცვლა. კლაუდიომ პირველი სეზონი ნორმალურად დაიწყო და პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკიავა. ახალი თავკაცი მოსვლის დღიდან „არისტოკრატების“ მოდერნიზაციაზე ფიქრობდა  და თვლიდა, რომ ძველი თაობა ახალს უნდა ჩაენაცვლებინა. საბოლოოდ, რანიერიმ საწადელი აისრულა და გუნდში ჯონ ტერი, უილიამ გალასი, ფრენკ ლამპარდი და იასპერ გრონკიაერი მოიყვანა.

ცვლილებებმა თავისი ქნა და იტალაიელი თავკაცის მეორე სეზონი მართლაც პროგრესული გამოდგა, მეექვსეადგილოსანმა „ჩელსიმ“ (პრემიერ ლიგაში კვლავაც მეექვსე ადგილზე დარჩნენ) ამ წელს ინგლისის თასის ნახევარ ფინალში და ასოციაციის თასის ფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ერთგან საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.  ამის შემდეგ „პენსიონრები“ ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდნენ, ამის გამო ბიუჯეტი მეტად ლიმიტირებული გახდა, „ჩელსიმ“ ტრანსფერები ვეღარ განახორციელა, მაგრამ მიუხედავად ამისა 2002-03 წლები გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო - გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და პრემიერ ლიგის მე-4 პოზიციაზე დამთავრება მოახერხა.

21-ე საუკუნის საწყის წლებში "ჩელსი" უკვე სულს ღაფავდა და დაშლის პირას გახლდათ, მაგრამ სრულიად მოულოდნელად შეძენის მსურველთა ცარიელ არეალზე რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი გამოჩნდა. აბრამოვიჩმა 2003 წლის იანვარში კრიზისში მყოფ კლუბში 60 მილიონი ფუნტი გადაიხადა ( ამით ძველმა მფლობელმა ისარგებლა და 17-მილიონიანი მოგება ნახა)

რუსმა "ჩელსის" ვალი საკუთარ თავზე აიღო (80 მილიონი) და დიდებული კლუბის შენებას თავიდან შეუდგა... რაც შეეხება ბეითსს, მან "ბრიჯის" ბინადართა გაყიდვის შემდეგ "ლიდს იუნაითედი" შეიძინა.

მიუხედავად კლუბის ყიდვაში გაწეული საკმაოდ დიდი ხარჯისა, ახალმა მფლობელმა პირველივე სეზონში ფული არ დაიშურა და სატრანსფერო ფანჯარაზე 100 მიილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა, მაგრამ რანიერიმ ვერ გაამართლა და გუნდში ჟოზე მოურინიო მოვიდა.

განსაკუთრებულის განსაკუთრებული ეპოქა

 

პორტუგალიელის წყალობით  „ჩელსი“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად უფრო დიდებულად შევიდა.  იმ დროისთვის „პერსპექტიულმა“ მწვრთნელმა საოცრებები ჩაიდინა და გუნდს 2004-05 და 2005-06 წლების სეზონში პრემიერ ლიგა მოაგებინა.  გარდა ამისა, მის ანგარიშზე ჩაიწერა 2007 წლის ასოციაციისა და ლიგის თასები (2005-შიც)

2004-05 წლების სეზონი „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. მიუხედავად, არც თუ ისე სახარბიელო სტარტისა (მხოლოდ 8 გოლი 9 მატჩში), „არისტოკრატებმა“ საკუთარ თავებში ძალის პოვნა შეძლეს და ყველაფერი რადიკალურად შეცვალეს. ამას თან ფრენკ ლამპარდის არაჩვეულებრივი ფორმა და არიენ რობენის ტრავმიდან დაბრუნება დაერთო, რამაც, რა თქმა უნდა, „პენსიონერების“ საჩემპიონო შანსები გეომეტრიული პროგრესიით გაზარდა. მათ 2004 წლის ნოემბერში „ევერტონის“ დამარცხების შემდეგ პრემიერ ლიგის სათავეში მოქცევა შეძლეს და მომდევნო მატჩებში ეს პოზიცია აღარც არავის დაუთმეს. ამ სეზონში უკანა ხაზის დახმარებით „ჩელსიმ“ მხოლოდ და მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. აღსანიშნავია პეტრ ჩეხის გარჯა, რომელმაც 1025 წუთის მანძიზლე კარის მშრალად შენახვა შეძლო (25  მატჩი). ამ სეზონში პრემიერ ლიგის გარდა, ლონდონელებმა „მილენიუმ სთედიუმზე“, „ლივერპულის“ 3-2 დამარცხების შემდეგ ლიგის თასიც ასწიეს.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, გუნდს ამ ტურნრზე არასდროს უმართლებდა. მოურინიოს მუშაობის წლებს დაემთხვა „ბარსელონასთან“ გამართული ძალიან ცნობილი მატჩი, რომელში გამარჯვებასაც კატალონიელები დღემდე მატჩის მთავარ არბიტრს უნდა უმადლოვდნენ. განმეორებით შეხვედრაში „ჩელსიმ“ მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება და შემდეგ ეტაპზე უშეღავათო ბრძოლაში „ბაიერნიც“ დაამარცხა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნახევარფინალური შეხვედრა „ლურჯებისთვის“ საბოლოო გამოდგა. „ენფილდზე“ გამართულ მატჩში ლუის გარსიას გოლმა ფინალისტის ვინაობა გადაწაყვიტა და „პენსიონრებს“ ტრებლის მოგების ძალიან დიდი შანსი წამებში დააკარგვინა.

მოუს მეორე სეზონი პირველისგან განსხვავებით, ცოტა უფრო წარუმატებელი გამოდგა, რადგანაც „არისტოკრატებმა“ ამ წელს  პრემიერ ლიგის გარდა ვერაფერი მოიგეს. გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან „ბარსელონამ“, ხოლო ასოციაციის თასიდან „ლივერპულმა“ გამოაგდო.

ამ წელს „არისტოკრატებმა“  დაამყარეს ორი ახალი რეკორდი - ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარი სეზონის საწყის ფაზაში (6 მატჩი) და ზედიზედ 2 პრემიერ ლიგა. ამ უკანასკნელი მიღწევით „ჩელსი“ გახდა მე-5 კლუბი, რომელმაც ეს მოახერხა.

2006-07 წლები სეზონში ლონდონელებმა პრემიერ ლიგა დათმეს, მაგრამ აქცენტი სხვა ტურნიერებზე გააკეთეს - მოიგეს ლიგისა და ასოციაციის თასები. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ნახევარფინალურ ეტაპამდე გავიდნენ და „ენფილდის ბინადრებთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ.

მოურინიოს შემდგომი პერიოდი

მოურინიოს შემდგომი ეპოქა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, „ჩელსიმ“ რამდენიმე  მწვრთნელი გამოიცვალა და არაერთი ტიტულის მოპოვება მოახერხა. მოუ უშუალოდ ავრაამ გრანტმა შეცვალა. ებრაელი სპეციალისტის უმთავრესი მიღწევა გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა გახდა (დამარცხდნენ მანჩესტერთან პენალტების სერიით). 2008 წელს გრანტი დაითხოვეს და  ბრაზილიელი ლუის ფელიპე სკოლარი მოიყვანეს, მაგრამ მისი ლონდონური ვოიაჟი არც თუ ისე დიდხნიანი აღმოჩნდა, რადგანაც „ჩელსის“ მესვეურებმა ბრაზილიელს პოსტი ძალიან მალე, რამდენიმე თეში დაატოვებინეს. "ლურჯები" მწვრთნელის ძიებაში იყვნენ, საბოლოოდ რომან აბრამოვიჩმა გუნდში რუსეთის ნაკრების იმდროინდელი მწვრთნელი, გუს ჰიდინკი მოიყვანა. ამ წელს „ჩელსი“ კიდევ ერთხელ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მაგრამ, საბოლოოდ, „ბარსელონასთან“ გამართულ ძალიან სკანდალურ მატჩში დამარცხდა. (ამ წელს მოიგეს ასოციაციის თასი). გას ჰიდინკის შემდეგ გუნდში „მილანის“ ყოფილი თავკაცი, კარლო ანჩელოტი მოდის. პირველივე სეზონში „პაპა კარლომ“ გუნდს პრემიერ ლიგა და აოაციაციის თასი მოაგებინა. ამ სეზონში „ჩელსიმ“ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და 1963 წლის შემდეგ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც 100-ზე მეტი გოლის გატანა შეძლო ჩემპიონატში. 2011 წელს „არისტოკრატთა“ შეფობამ კარლო ანჩელოტი უტიტულო სეზონის გამო არ დაინდო და გაანთავისუფლა. გენიოსი იტალიელი ანდრე ვილას ბოაშმა ჩანაცვლა. პორტუგალიელი სპეციალისტის არასახარბიელო შედეგების გამო კლუბმა კიდევ ერთი მწვრთნელი გამოიცვალა - ახლა სათავეში რობერტო დი მატეო მოვიდა, რომელმაც ძველი მწვრთნელების არასწორი გზიდან გადაუხვია და გუნდი სწორ რელსებზე შეაყენა. მისი თავკაცობით „არისტოკრატებმა“ აოციაციის თასი და 2011-12 წლების ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

დიდებული მატჩი

 

"ამ თამაშს ჩვენი საფეხბურთო კლუბის ისტორიის გადაწყვეტა შეუძლია" - ამ სიტყვებით დაიწყო წინასამატჩო პრეს-კონფერცია რობერტო დი მატეომ, მოგვიანებით თავის შეგირდებს უკანასკნელი მითითებები მისცა, საღამოს კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ერთი შეხედვით მარტივი ისტორიია, მაგრამ ის საღამო დაუვიწყარი გამოდგა იმ გულშემატკივრთა მრავალრიცხოვანი არმიისთვის, რომელსაც ლონდონური კლუბი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებდა. ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა, სახელად "ჩელსი", დაარსებიდან 107 წელიწადში, 2012 წლის 19 მაისს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოიგო და უეფას ჩემპიონთა ლიგის სანუკვარ თასს ისტორიაში პირველად დაეპატრონა.

პეტრ ჩეხიეშლი კოულიგარი კეჰილიდავიდ ლუიზიჟოზე ბოშინგვაფრენკ ლამპარდიჯონ ობი მიკელირაიან ბერტრანდიხუან მატასალომონ კალუდიდიერ დროგბაეს ის ფე-ხბურთელები არიანრომლებმაც კლუბის ისტორიაში ყველაზე აღმატებული მატჩი ლურჯი მაისურებით დაიწყეს.

შედეგი ისედაც ყველა "არისტოკრატმაიცისეს ისაა, რაზეც წლების განმავლობაში ყველა ქომაგი დიდი ბედნიერებით აუბრობს.

მომდევნო სეზონის არადამაჯერებელი სტარტისა და ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნის გამო დი მატეო დაითხოვეს და მის მაგივრად რაფა ბენიტესი მოიყვანეს. მან თავისი მოღვაწეობის პერიოდში 2012-13 წლების სეზონის ევროპა ლიგის თასი მოიპოვა. ბენიტესმა ლონდონურ კლუბში მხოლოდ ერთი წელი დაჰყო - ის გუნდის ყოფილა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლა, რომელსაც არც თუ ისე წარმატებული სეზონი გამოუვიდა - 2013-14 წლებში ახლოს იყო პრემიერ ლიგის მოგებასთან და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია. მოკლედ, მისი "აღდგომა" მეტნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა.

მოუს შემდეგ, გუნდი ჯერ გას ჰიდინკმა, შემდეგ ანტონიო კონტემ ჩაიბარა. იტალიელმა სპეციალისტმა პირველივე სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო და გას ჰიდინკის მიერ დაწყებული საქმე (გუნდის ჭაობიდან ამოყვანა) ღირსეულად გააგრძელა. მალევე კონტე თანამემამულემ, მაურისიო სარიმ ჩაანაცვლა. მან გუნდთან ერთად ევროპა ლიგის მოგება მოახერხა. 

1 თვის წინ
157 / 0
ლუკა ალავიძე
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 169
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ