"ჩელსის" გავი სურს - რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი

"ჩელსის" გავი სურს - რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი

El Nacional-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსი" დაინტერესებულია "ბარსელონას" ახლაგაზრდა ფეხბურთელის, გავის შეძენით და ლონდონელები მზად არიან, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" €50 მილიონი შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ გავი "ლა მასიას" 2015 წელს "რეალ ბეტისიდან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში რონალდ კუმანმა წასვლამდე რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი მთავარ გუნდში გადმოიყვანა და გავიც მათ შორის მოხვდა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ესპნალემა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მთავარ გუნდთან ერთად 15 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით მან მხოლოდ 1 ასისტის გაკეთება მოახერხა, თუმცა თავისი თამაშით მან ლუის ენრიკეს ყურადღება მოიპყრო. ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ნაკრები, გავისთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირდა. სწორედ ამიტომ თომას ტუხელს მისი შეძენა სურს.

1 თვის წინ
89 / 0
მესხი
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ