რა შანსი აქვს "ჩელსის" ჰოლანდისთვის ბრძოლაში - იტალიური მედია

რა შანსი აქვს "ჩელსის" ჰოლანდისთვის ბრძოლაში - იტალიური მედია

ჰოლანდი მიიჩნევა, რომ ფეხბურთის მომავალი გახდება და მესი-რონალდოს წასვლის შემდეგ, ის და მბაპე იბრძოლებენ პირველობისთვის. ასე რომ, მისი "დორტმუნდში" დიდი ხნით დარჩენა გამორიცხულია. ბევრის აზრით, ის შემდეგ ზაფხულში აუცილებლად დატოვებს ბორუსიას და უფრო ძლიერ გუნდში გადავა. მისთვის ბრძოლაში ფავორიტები კი იტალიურმა წყარომ, Tuttosportმა გამოყო.

ამ ჟურნალის თქმით, ამჟამად მხოლოდ "ლივერპულს", "რეალ მადრიდს" და "პსჟს" აქვს ნორვეგიელი ფორვარდის შეძენის შანსი. ამავე გამოცემას თუ დავუჯერებთ, ჰოლანდის "ჩელსიში" აღმოჩენის შანსი ძალიან დაბალია.

მოგახსენებთ, რომ ჰოლანდს კონტრაქტში უწერია გამოსასყიდი თანხა 63 მილიონი ევროს ოდენობით, რაც საკმაოდ მიმზიდველი შემოთავაზებაა ბევრი კლუბისთვის. 

1 თვის წინ
170 / 0
მესხი
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ