რის ჯეიმსი:"ეს ოპტიმური არ არის"

რის ჯეიმსი:"ეს ოპტიმური არ არის"

"იუვენტუსის" განადგურების შემდეგ თამაშის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მოთამაშემ, რის ჯეიმსმა პრესასთან ისაუბრა:

"ფეხბურთში მხოლოდ ინდივიდუალიზმით არაფერი გამოვა, მთავარი აქ გუნდურობაა.

ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი შრომა და კოლექტიური მუშაობა დგას.

სახლში მოგება ძალიან კარგია, თან ვისთან, თანაც რა ანგარიშით. ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, მაგრამ მატჩი სხვანაირად წავიდა, "ჩელსიმ" ტემპი იპოვა და გაიმარჯვა.

რა თქმა უნდა, გოლები ჩემს თავდაჯერებაზე მოქმედებს. მიხარია ხალხის კარგი დამოკიდებულება, მაგრამ ვთვლი, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს, ეს ოპტიმუმი არ არის", - განაცხადა ინგლისელმა.

1 კვირის წინ
145 / 0
Luks
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 10
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ