"ჩელსი" მოლაპარაკებებს იწყებს - შესანიშნავი ინფორმაცია ქომაგებისთვის

"ჩელსი" მოლაპარაკებებს იწყებს - შესანიშნავი ინფორმაცია ქომაგებისთვის

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ჩელსი" ტიაგო სილვას ახალ კონტრაქტზე მუშაობს, რომელიც 2022 წელს ეწურება.

ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ 37 წლის ბრაზილიელმა მცველმა, წელს ყველას დაუმტკიცა, რომ დაბერებას არ აპირებს.

სწორედ ამიტომ, "არისტოკრატები" მის შესანარჩუნებლად ყველაფერს იზამენ.

ის ტუხელის "ჩელსის" ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფიგურაა. თავად გერმანელი მის დათმობას არანაირ ფასად არ აპირებს.

აქვე გეტყვით, რომ "პენსიონერებს" მომდევნო მატჩი "მანჩესტერის" წინააღმდეგ უწევთ, კვირას, ჩვენი დროით 20:30 - ზე.

2 კვირის წინ
229 / 0
მესხი
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 10
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ