ითამაშებენ თუ არა ჩილუელი და კანტე "მანჩესტერთან" - უახლესი ინფორმაცია

ითამაშებენ თუ არა ჩილუელი და კანტე "მანჩესტერთან" - უახლესი ინფორმაცია

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში, "ჩელსიმ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ლონდონურმა კლუბმა სტემფორდ ბრიჯზე "იუვენტუსი" 4-0 გაანადგურა და ჯგუფის სათავეშიც გადაინაცვლა, მაგრამ თომას ტუხელის ბანაკში მაინც ცუდი ამბებია.

გასულ მატჩში მოედნის იძულებით დატოვება მოუწიათ ნ'გოლო კანტეს და ბენ ჩილუელს, ორივე მოთამაშე ტრავმებმა შეაწუხეს.

მატჩის შემდეგ, გერმანელმა მწვრთნელმა "არისტოკრატების" წამყვანი ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჩილუელს მკვეთრი ტკივილები ჰქონდა მუხლში, მსგავსად კანტესაც. ამის გარდა, ნგოლომ კოჭიც გადაიბრუნა, დანარჩენს კი ხვალ, გამოკვლევების შემდეგ გეტყვით", - განაცხადა ტომასმა.

ბრიტანულ მედიაში უკვე ფიქრობენ, რომ ლონდონურ კლუბს პრემიერ ლიგის მოახლოებულ მატჩში ორივე ფეხბურთელი გამოაკლდება.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში ერთმანეთს სწორედ "ჩელსი" და "იუნაიტედი" შეხვდებიან.

2 კვირის წინ
226 / 0
მესხი
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 10
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ