მეისონ მაუნტი - პატარა ბიჭი დიდი ოცნებით

მეისონ მაუნტი - პატარა ბიჭი დიდი ოცნებით

ადამიანთა ნაწილმა, რომლებიც დღეს ვარსკვლავებად, ან წარმატებულებად განიხილებიან, გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე ასასვლელად ძალიან მძიმე და ეკლიანი გზა განვლეს.

დღეს სწორედ ასეთ პიროვნებაზე, მეისონ მაუნტზე უნდა გესაუბროთ:

ადრეული პერიოდი

მეისონ ტონი მაუნტი, დიახ, არ მოგესმათ, ტონი, დაიბადა 1999 წელს, საზღვაო ქალაქ პორტსმუთში. გამომდინარე ცხოვრების არც თუ ისე მარტივი პირობებიდან, აქაური ხალხი  რთული ხასიათით გამოირჩევა.  შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ მეისის ღიმილს დაჰკრავს პატარა პორთსმუთული სირთულე.

მაუნტი ფეხბურთის მოყვარული ოჯახის შვილი იყო, თავიდან მამამისი გემთმშენებლობით, შემდეგ კი საფეხბურთო მწვრთნელობით იყო დაკავებული, საბოლოოდ, მეორე პროფესიამ გაამართლა და პატარა ტონიც ფეხბურთით მოიწამლა.

შეიტყეს რა მშობლებმა შვილის დაუოკებელი სიყვარული ფეხბურთის მიმართ, დილემის წინაშე დადგნენ, ან ფეხბურთი, ან სწავლა... ყველა ვინც მეისს უყურებდა, ხვდებოდა, რომ ეს ბიჭი ცხოვრობდა, სუნთქავდა და არსებობდა ფეხბურთით... სწორედ ამიტომ, დიდ მაუნტს ცოტა რისკიანი გადაწყვეტილების მიღება მოუწია და შვილი საკმაოდ ადრეული ასაკიდან საფეხბურთო სკოლაში შეიყვანა.



"მეისონის ვნება ფებხურთის მიმართ განუსაზღვრელად იდი იყო, ბურთის გარეშე მისთვის ერთი წამიც კი არ გადიოდა"

მოგეხსენებათ, დიდი ადამიანები შედეგამდე მარტივად იშვიათად თუ მიდიან ხოლმე. პორთსმუთში გატარებული მშვენიერი წლების შემდეგ მაუნტი "ჩელსის" სკაუტებმა შეამჩნიეს და იმავე ზაფხულში თავის აკადემიაში გადააბარგეს. მიუხედავად იმისა, რომ მეისი არც თავს ზოგავდა, არც თანატოლებს ჰყვებოდა და ცდილობდა ვარჯიშზე კონცენტრირებულიყო, მამა მაინც დარდობდა. ამ პერიოდისთვის "არისტოკრატებს" სხვანაირი პოლიტიკა ჰქონდათ და ძირითადად, ფეხბურთლელების შეძენაზე იყვნენ გადართული.

"როდესაც მე მეისონს ვუთხარი, რომ ჯონ ტერი ერთადერთი ფეხბურთელი იყო აკადემიიდან, რომელიც "ჩელსის" პირველ გუნდში თამაშობდა, შემომიტრიალდა და მითხრა, მე მეორე ვიქნები. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი შვილი საკუთარი პროფესიისთვის თავის მიძღვნას აპირებდა"



მეისონი "ჩელსის" აკადემიის ის გამორჩეული შენაძენია, რომელსაც არც ერთხელ, ერთი ვარჯიშიც კი არ აქვს გაცდენილი. თავიდან (სკოლაში სიარულის პერიოდი) , გაკვეთილებსა და ვარჯიშს ერთმანეთს უთავსებდა და საოცრად გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ვარჯიში - სკოლა - სწავლა - კვლავაც ვარჯიში, ეს იყო ინგლისელის დღის რუტინა რამდენიმე წლის განმავლობაში. რთული ყოფა გრძელდებოდა და მაუნტი თავს ნელ-ნელა იმკვიდრებდა. 18 წლის ასაკში კი დადგა სერიოზული ცვლილების დრო, დრო ახალი გუნდისა და დრო ახალი გამოწვევებისა... გუნდმა ახალგაზრდა, წარმატებული და კარგი მოთამაშე "ვიტესში" იჯარით გაუშვა...

პირველი ნაწილის დასასრული.

6 თვის წინ
472 / 0
Luks
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 181
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ