ტუხელი ვერნერზე მატჩის წინ საუბრობს

ტუხელი ვერნერზე მატჩის წინ საუბრობს

 როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს "არისტოკრატთა" გერმანელი თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი, გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, რის გამოც საკმაოდ დიდ კრიტიკას იღებს გულშემატკივრებისგან და მისი პერფორმანსებიც აქტიური განხილვის საგანია.

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, პრესასთან ვერნერზე ისაუბრა:

"ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტიმო ამ დროის განმავლობაში აქ არ იმყოფებოდა. მან წინა თამაში გოლით დააგვირგვინა, რამაც თავდაჯერებულობა უნდა შემატოს.

მას ძალების მოკრება სჭირდება შემდეგი მატჩისთვის და თუ თავის გამოჩენის საშუალება მიეცა, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, როგორც ეს "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გააკეთა." - ამბობს გერმანელი.

1 თვის წინ
93 / 0
T
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯარაზე

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
სულ პასუხები: 10
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ბენ ჩილუელი, ტრევო ჩალობა, მატეო კოვაჩიჩი, ნ'გოლო კანტე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ