რა სურს რუდიგერს - უახლესი ინფორმაცია

რა სურს რუდიგერს - უახლესი ინფორმაცია

გავლენიანი გამოცემის, Marca-ს ცნობით, "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ზაფხულში შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს.

როგორც აღინიშნება, გერმანელი, ინგლისურ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რომლის ვადაც 2022 წელს იწურება. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელის აგენტმა მისთვის ახალი გუნდის ძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, რუდიგერისადმი ინტერესს მიუნხენის "ბაიერნი" იჩენს, თუმცა თავად უკანახაზელს მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს.

მიმდინარე სეზონში რუდიგერმა ინგლისის ჩემპიონატში "ჩელსის" მაისურით 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

3 დღის წინ
105 / 0
მესხი
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 325
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ