მანე: "მენდის ნამდვილად ეკუთვნოდა სიაში მოხვედრა"

მანე: "მენდის ნამდვილად ეკუთვნოდა სიაში მოხვედრა"

ამ დღეებში FranceFootball-მა ოქროს ბურთისთვის მებრძოლ ფეხბურთელთა 30-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელშიც 5 ლონდონელი მოხვდა.

ადგილთა დიდ ნაწილს "ჩელსის" ფეხბურთელები იკავებენ, იმ გენიალური სეზონის გამო, რომლის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს, თუმცა სადიო მანეს აზრით, ამ სიაში კიდევ ერთი არისტოკრატი უნდა მომხვდარიყო.

ეს ფეხბურთელი გახლავთ მანეს თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებში, ედუარდ მენდი. მას მართლაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და Uefa-ს წლის საუკეთესო მეკარეც გახდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ოქროს ბურთის Top 30-ში მოსახვედრად.

მანე ამის გამო მართლაც უკმაყოფილოა. მისი თქმით:

"მე ეს არ მესმის. ეს უბრალოდ მიუღებელია, ედუარდს [მენდი] ნამდვილად ეკუთვნოდა სიაში მოხვედრა."

4 დღის წინ
231 / 0
მესხი
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 325
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ