ედენი ედემში ბრუნდება

ედენი ედემში ბრუნდება

მიუხედავად სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული სერიოზული თანხებისა, ლონდონის "ჩელსი" სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს კვლავაც განაგრძობს.

როგორც ცნობილი გახდა, ამჯერად, "არისტოკრატების" რადარზე ლონდონელთა უძღები შვილი, ედენ აზარი მოექცა.

"რეალში" გადასვლის დღიდან ბელგიელის ვარსკვლავი მსოფლიო საფეხბურთო ასპარეზზე ჩაქვრა, აზარის განსაკუთრებულბაზე ტელევიზიებში უკვე კარგა ხანია აღარ საუბრობენ - ის, ბოლო დროს, ასოციაციურად უფრო მეტად ლაზარეთს უკავშირდება.

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ლონდონელები მზად არიან სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ბელგიელის გადმობირებაზე დაიწყონ მუშაობა.

ასე რომ, შესაძლოა, მადრიდში ოცნებების ასახდენად წასული ედენი შინ, ნისლიან ალბიანოზე, ძალიან მალე დაბრუნდეს.

5 დღის წინ
399 / 0
Luks
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 325
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ