ანტონიო კონტეს ღირსეული ქმედება - რას წერს სანდო ჟურნალისტი

ანტონიო კონტეს ღირსეული ქმედება - რას წერს სანდო ჟურნალისტი

როგორც მოგეხსენებათ, პრესაში ანტონიო კონტეს შესახებ საუბრები არ წყდება. იტალიელი სპეციალისტი "ინტერიდან" თავის ნებით დაეთხოვა, რადგან გუნდის მესვეურებმა მოთხოვნები არ დაუკმაყოფილეს და ჯერაც უმუშევარია.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ, SkySports-თან საუბრისას გამოცდილ მწვრთნელზე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვანდო.

"ის მხოლოდ იქ წავა, სადაც მოგების რესურსი აქვს, სადაც კლუბს აქვს ამბიცია მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. დღევანდელი "ტოტენჰემი" და "არსენალი" ამ კალიბრის გუნდებს არ მიეკუთვნებიან.

ვფიქრობ ის უმალ დათანხმდება "მანჩესტერ იუნაიტედის" შემოთავაზებას, თუკი, რა თქმა უნდა, "წითელმა ეშმაკებმა" გადაწყვიტეს მასთან საუბარი" - ამბობს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ 11 წლიანი პაუზის შემდეგ, ანტონიო გახდა მწვრთნელი, რომელმაც "იუვეს" ჰეგემონია იტალიაში დაამხო და "ინტერი" ჩემპიონი გახადა.

3 კვირის წინ
237 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 325
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ