ტომას ტუხელის კომენტარი "ზენიტთან" გამარჯვების შემდეგ

ტომას ტუხელის კომენტარი "ზენიტთან" გამარჯვების შემდეგ

პეტერბურგული "ზენიტის" მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ, "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრესასთან კომენტარი გააკეთა:

"რთულ თამაშს ველოდით და ასეც მოხდა. "ზენიტს" ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. რაც შეეხება "ჩელსის", ჩემს გუნდს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა მართებს, მაგრამ რთულია მუდმივად სანახაობრივ, კარგ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობდე.

მოგება და თან გოლის გაშვების გარეშე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ეს თვითრწმენას შეგვმატებს და სამომავლოდ დაგვეხმარება. ჯერ არაფერი დასრულებულა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდი განვითარების გზას ადგას.

ევრო სარბიელზე მაქსიმალური კონცენტრაცია გმართებს. პირველი ნაბიჯი წარმატებით გადავდგით და ვიმედოვნებ მომავალში უკეთესი შედეგები გვექნება.

ჩემპიონთა ლიგა რთულია. აქ შენ უამრავ გუნდს ხვდები - მათ სხვადასხვა სტილი, ხედვა და ფორმაცია აქვთ. ასე რომ, აქ თამაში ადვილი ნამდვილად არ არის", - განაცხადა გერმანელმა.

1 კვირის წინ
289 / 0
Luks
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 315
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ