აზპის კომენტარი "ზენიტთან" მატჩის წინ

აზპის კომენტარი "ზენიტთან" მატჩის წინ

ლონდონის "ჩელსის" კაპიტანმა, სეზარ აზპილიკუეტამ პრესასთან "ზენიტთან" გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

"პორტოში (ფინალი) ჩატარებული თამაშით ძალიან ვისიამოვნეთ, ახლა კი ჩვენს წინაშე ახალი გამოწვევაა, ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ. ბევრი უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საწადელს მივაღწიოთ. 

ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ გამოსწორებას და ეს ბუნებრივიცაა. ის მოთამაშეები ვინც წინა სეზონშიც აქ იყვნენ კვლავ თავჩაუხრელად შრომობენ პროგრესისათვის. 

რაც შეეხება ლუკაკუს, ის პროფესიონალი და გამოცდილი ფეხბურთელია, რაც ჩვენც გვაძლიერებს. გავლენა, რომელიც მან გუნდზე მოახდინა, უზარმაზარია, ის ხომ მაღალი დონის მოთამაშეა.

ყველას სურს ჩვენი დამარცხება, ეს უკვე ახალ მიზნად იქცა თითოეული კლუბისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება." - ამბობს ესპანელი.

1 კვირის წინ
180 / 0
T
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 315
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ