"საული სწორედ ამიტომ გავიყვანე" - ტუხელი ესპანელის პერფორმანსს აფასებს

"საული სწორედ ამიტომ გავიყვანე" - ტუხელი ესპანელის პერფორმანსს აფასებს

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა ლონდონის "ჩელსისა" და "ასტონ ვილას" შორის. "ლურჯებმა" თამაში თავიდანვე საკუთარი სცენარით წაიყვანეს და საბოლოოდ კომფორტული ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს.

მატჩის შემდეგ პრესასთან კომენტარი უამრავმა ადამიანი გააკეთა და მათ შორის იყო ტომას ტუხელიც - გერმანელი სპეციალისტი მრავალ თემას შეეხო, მაგრამ ჟურნალისტებთან, ძირითადად, გუნდის ახალწვეულზე, საულ ნიგესზე ისაუბრა:

"საული გაიჭედა, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. დღევანდელ მატჩში ესპანელი არ უნდა დამეყენებინა. ესპანელს სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდთან და ტურნირთან ადაპტაცია გაუჭირდა. თანაც, სულ სხვა სტილის ფეხბურთს მიჩვეული ნიგესი ძალიან სერიოზულ დატვირთვაში, უფრო ინტენსიურ ლიგაში მოხვდა და ეს გასაკვირი არ არის.

მეორე ტაიმში ცვლილება და გადაწყობა მოგვიწია, გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ ვიმედოვნებ, საული გამიგებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. 

ვარჯიშზე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, აქ არ გაამართლა. საულმა ბევრი დაკარგა და ის სწორედ ამიტომ შევცვალე, არ მინდოდა თავდაჯერებაც დაეკარგა და შემდეგ გუნდს მატჩი ცუდი შედეგით დაესრულებინა" , - განაცხადა ტუხელმა.

2 კვირის წინ
554 / 0
Luks
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 315
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ