"უპირველესი ოცნება უეცრად გაქრა" - ტომას ტუხელის ისტორია (პირველი ნაწილი)

"უპირველესი ოცნება უეცრად გაქრა" - ტომას ტუხელის ისტორია (პირველი ნაწილი)

ადამიანთა ნაწილმა, რომლებიც დღეს ვარსკვლავებად, ან წარმატებულებად განიხილებიან, გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე ასასვლელად ძალიან მძიმე და ეკლიანი გზა განვლეს.

დღეს სწორედ ასეთ პიროვნებაზე, ტომას ტუხელზე უნდა გესაუბროთ.

ადრეული პერიოდი:

ტუხელი 1973 წლის 29 აგვისტოს, დამლაგებელი ქალისა და ყოფილი მწვრთნელის ოჯახში დაიბადა. სწორედ მამა იყო ის ადამიანი, რომელმაც ტომასს ფეხბურთი შეაყვარა და მის სამომავლო გადაწყვეტილებაზე, გამხდარიყო პროფესიონალი ფეხბურთელი, სერიოზული გავლენა იქონია.


ტომასი ბავშვობიდანვე დაუზარლად შრომობდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია, ეთამაშა დიდი ფეხბურთი და თავის თავთან ერთად მამის გულიც გაეხარებინა, მაგრამ ხომ იცით, ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ეს ჩვენ გვინდა ხოლმე...

ფეხბურთის მოყვარული ბავშვებისგან განსხვავებით, ტომასი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული მოწაფე გახლდათ, გამოსდიოდა ყველა საგანი და აქედან გამომდიანრე თითეულს თავის სიყვარულს თანაბრად უწილადებდა.

კრუმბახის სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ, მარტინ ბოშმა ჟურნალისტებს საკუთარ მეგობრობის დღიურში, ტომას ტუხელის ჩანაწერები აჩვენა:



მეგობრობის დღიურიდან ირკვევა, რომ: ტუხელს ძალიან ჰყვარებიაცნობილი ჯგუფები AC/DC და ABBA.

ჰობი კი - ფეხბურთის თამაში და ცურვა ჰქონია.

საწყისი კარიერა:

1979 წელს ტუხელი საკუთარი ქალაქის გუნდს შეუერთდა. აქ მისი მამის მეგობრები, მუშაობდნენ, რომლებმაც სერიოზული წვლილი შეიტანეს პატარა "პროფესორის" სწორად განვითარებაში და მის კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.

მიუხედავად დატვირთული საფეხბურთო გრაფიკისა, ტომასი სწავლას არ წყვეტდა, რადგანაც ჰქონდა მეორე ოცნება - მას უნდოდა სამაშველო ვერტმფრენის პილოტი გამხდარიყო. ტომასის ყველაზე დიდი წარმატება ფეხბურთში? სკოლის გუნდთან ერთად ერთ-ერთი ახალგაზრდული ტურნირის მოგება. 



გადამწყვეტი წლები

1988 წელს ტუხელი "აუგსბურგის" აკადემიას, როგორც იმედისმომცემი ტალანტი, ისე უერთდება.
დროის გასვლის შემდეგ, ტომასის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა და არასტაბილური პერფორმანსების გამო გერმანელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. იღბალმა ეს არ იკმარა და "პროფესორს" უფრო დიდი პრობლემა დაატეხა თავს - 19 წლის ასაკში, ის გუნდიდან გააგდეს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ძნელი იყო ძალების მოკრება, თავდაჯერებისა და რწმენის პოვნა, მაგრამ, ტუხელი მაინც არ დანებდა, დაივიწყა ტკივილი და ის ტრავმა, რომელიც გუნდიდან გამომგდებას მოჰყვა. რამდენიმე თვეში ის "შტუტგარტ კიკერზს" შეუერთდა, მაგრამ ტომასის საქმე აქაც არ წავიდა ისე, როგორც საჭირო იყო და იგი ახალი გუნდიდანაც გაუშვეს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ახალგაზრდა ტუხელი არ დანებდა და კიდევ ერთ ერთგან, "ულმში" სცადა ბედი, აქ მან თავის თავი იპოვნა და  ისევ იმ იმედისმომცემ ტალანტად იქცა, რომელიც თავის დროზე იყო. ტომასი იტანდა გოლებს, აკეთებდა საგოლე პასებს და რიგ შემთხვევებში ლიდერის ფუნქციასაც ითავსებდა ხოლმე, მაგრამ გერმანელის ეს გალაღება დიდხნიანი არ აღმოჩნდა, მან მალე სერიოზული ტრავმა მიიღო. ბევრი იმკურნალა, ბევრი იწვალა, ბევრი იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ კარიერა საუკეთესო ფორმაში და თან 25 წლის ასაკში დაასრულა.

                                  "უპირველესი ოცნება უეცრად გაქრა" 
                                   ამბობდა ტუხელი ჟურნალისტებთან



პირველი ნაწილის დასასრული...

5 თვის წინ
457 / 0
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 252
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

CODE: