"მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ჩემი მდგომარეობით ბედნიერი ვარ" - "ჩელსის" ერთ-ერთი ფეხბურთელი

"მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ჩემი მდგომარეობით ბედნიერი ვარ" - "ჩელსის" ერთ-ერთი ფეხბურთელი

როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსიში" საკმაოდ დაძაბული ვითარეა კონკურენციის მხრივ. გუნდს ერთ პოზიციაზე რამდენიმე ვარსკვლავი ჰყავს და ერთ-ერთია მეკარის პოზიციაც.

კეპა თავის დროზე ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა, თუმცა საქმეები ისე არ აეწყო, როგორც ესპანელს სურდა და სათამაშო დრო შეუმცირდა.

თავის ინტერვიუში კი საკუთარ მომავალზე და ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.

"ჩელსიში" თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ, როგორც ფიზიკურად ისე, მენტალურად. ბედნიერი ვარ და მჯერა, რომ უფრო უკეთესი შემიძლია გავხდე, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი უფრო მეტი დრო გამეტარებინა მწვანე მინდორზე. მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ სრულიად ბედნიერი ვარ შექმნილი ვითარებით" - ამბობს კეპა.

შეგახსენებთ, რომ საკმაოდ აქტიურად განიხილება მისი იჯარით გაშვება "ლაციოში".

 

1 თვის წინ
382 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 315
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ