"მე მათ ყველაფერი მივეცი და მათაც ანალოგიურად" - ტომას ტუხელის ემოციური ინტერვიუ

"მე მათ ყველაფერი მივეცი და მათაც ანალოგიურად" - ტომას ტუხელის ემოციური ინტერვიუ

პრე-სეზონი უკვე შეხურებულია. ტომას ტუხელი საკუთარ ბიჭებს ავარჯიშებს და მომავალ სეზონს იმედიანად უყურებს. 

გერმანელმა სპეციალისტმა "ჩელსის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან, ლონდონურ გუნდთან და ზოგადად მათ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"მე არასოდეს განმისაზღვრავს ფეხბურთელი მისი წარსულით. არ მაინტერესებს ვინაა და რა სტატუსი აქვს.

ახლა "ჩელსის" მწვრთნელი ვარ. მათ ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ. ბიჭებს 100%-ით ყველაფერს ვაძლევ და ისინიც ანალოგიურად მპასუხობენ. ხშირად ვაცინებ და პირიქით, საკმაოდ ოჯახური დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.

ადამიანები ზოგადად ცდილობენ ისეთი გარემო შექმნან ირგვლივ, რომელიც გააბედნიერებს. დიდებული ატმოსფერო გვაქვს კლუბში, რაც ძალიან მიხარია. 

ჩემი ბიჭები ღმერთის ბოძებული ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი. ჯერი კი მათზეა, ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოიყენოს და ყველა უმაღლეს საფეხურზე უნდა ავიდეს" - ამბობს გერმანელი.

 

1 თვის წინ
262 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 315
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ