ლევანდოვსკის ტრანსფერი "ჩელსიში" - რატომ არის ეს ყველაფერი ძალიან რეალური

ლევანდოვსკის ტრანსფერი "ჩელსიში" - რატომ არის ეს ყველაფერი ძალიან რეალური

როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსის" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი გეგმები აქვს - გუნდს ან ჰალანდის, ან კი "ბაიერნის" სუპერვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის შეძენა სურს. 

Sky Sports Germany-ის ინფორმაციით, თუკი ერლინგის ტრანსფერი არ გამოვა, მაშინ ლონდონური გუნდი მაქსიმალურად პოლონელზე გადაერთვება და მისთვის 50 მილიონ ფუნტს გადადებს.

დავიწყოთ სულ თავიდან - რატომ დაუკავშირეს "ჩელსი" და ლევანდოვსკი ერთმანეთს ?!

პინი ზაჰავი - ადამიანი, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის აგენტია. მას და აბრამოვიჩს ჯერ კიდევ შორეული ორიათასიანებიდან აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი. სწორედ ზაჰავიმ ურჩია რუს ოლიგარქს "არისტოკრატების" ყიდვა.

ეს ამით არ სრულდება. 2019 წელს სწორედ პინი დაეხმარა რომანს ისრაელის მოქალაქეობის მიღებაში.

როცა ორ ადამიანს ასეთი მჭიდრო კავშირი აქვს ერთმანეთთან შეუძლებელია ეს ყველაფერი უმეთვალყურეოდ დავტოვოთ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ამბები არათუ ცუდ, პირიქით, ძალიან დადებით გავლენას მოადენს.

არის ასევე მეორე ვარიანტიც. შესაძლოა, ლევანდოვსკი, ან თუნდაც ზაჰავი ცდილობს ამ ამბით სპეკულირებას. რატომ? მათ "ბაიერნთან" უფრო მსუყე კონტრაქტი სურთ.

 

5 დღის წინ
242 / 0
Hakim Ziyech
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 252
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

CODE: