კონორ გალაჰერმა "სუონსიში" და " ვესტ ბრომში" მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

კონორ გალაჰერმა "სუონსიში" და " ვესტ ბრომში" მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

კონორ გალაჰერი ნამდვილი წლის აღმოჩენაა. მან 20-21 წლების სეზონი "ვესტ ბრომვიჩში" გაატარა, რომელიც უმაღლესი ლიგიდან გავარდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და უამრავი გუნდის ყურადღებაც მიიპყრო.

"ჩელსის" საკუთრებაში მყოფს იჯარა დაუმთავრდა და პრე-სეზონს ის თავის გუნდთან ერთად ატარებს და დაბრუნებისთანავე იმ კლუბებზე ისაუბრა, სადაც იჯარა გაატარა.

"მე ყველა იჯარა მომწონდა და ყველა თამაში რომელშიც მონაწილეობა მივიღე. შესანიშნავი იყო ახალ ხალხთან შეხვედრა, სხვადასხვა ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან თამაში. დიდი გამოცდილება მივიღე."

"ყველა მენეჯერი მეხმარებოდა სხვადასხვა ასპექტის გაძლიერებაში, რაც ჩემი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

"როგორც მოთამაშე, ძალიან გავნვითარდი ბოლო 2 წლის განმავლობაში და ამაში დამეხმარა ის, რომ 4 მწვრთნელთან სხვადასხვა სტილით ვთამაშობდი."

"ყოველი წუთი მომწონდა და ახლა განვითარება კიდევ უფრო მინდა." - განაცხადა გალაჰერმა.

5 დღის წინ
78 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 252
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

CODE: