აბრამოვიჩი არ ნებდება - "ჩელსი" ვარსკვლავისთვის ბრძოლაში ჩაერთო

აბრამოვიჩი არ ნებდება - "ჩელსი" ვარსკვლავისთვის ბრძოლაში ჩაერთო

როგორც იცით, უკვე კარგახანია "მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალის" უკანახაზელით, რაფაელ ვარანეთი ინტერესდება, მეტიც, ზოგიერთი ჟურნალისტი ფრანგს უკვე "წითელ ეშმაკთა" ფეხბურთელად მიიჩნევს და მისი ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოეს მომავალში ელოდება, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ...

Marca-ს ცნობით, ყველაფერი ასე დალაგებულადაც არ მიდის და "მანჩესტერს" გარანტირებული არაფერი აქვს, რადგანაც ჰორიზონტზე ახლა უკვე ახალი გუნდი - ლონდონის "ჩელსი" გამოჩნდა. 

მიუხედავად სხვა ტრანსფერებში ჩართულობისა და ჰალანდის ფასისა, "არისტოკრატები" მაინც არ ნებდებიან და ყოველდღიურად ახალ-ახალ "სატრანსფერო ფრონტებს" ხსნიან, ამ გზით კი ცდილობენ შემადგენლობა მომდევნო სეზონისთვის კიდევ უფრო ოპტიმალური გახადონ.

არ ვიცით რა იქნება მომავალში, მაგრამ ამ ზაფხულს "ჩელსისგან" 1-2 ხმაურიან ტრანსფერს აუცილებლად უნდა ველოდოთ.

1 კვირის წინ
404 / 0
Luka
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 252
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

CODE: