ფოტო ისტორია - რატომ სურდათ "ნიუკასლის" ფანებს "ჩელსის" ფეხბურთელის მოკვლა

ფოტო ისტორია - რატომ სურდათ "ნიუკასლის" ფანებს "ჩელსის" ფეხბურთელის მოკვლა

ფოტოზე ხედავთ არა შელბების საძმოს არამედ ორმოციანი წლების "ჩელსის" ფეხბურთელებს: ენდი უილსონს, ჰიუ გალაჰერს და ჯეიკი კრაუფორდს.

რითია ეს ფოტო გამორჩეული?

აღნიშნული ფოტო "სენტ ჯეიმს პარკის" მახლობლად, ცნობილი მატჩის წინ არის გადაღებული. იმ პერიოდში შოტლანდიელი ვარსკვლავის "ნიუკასლიდან" ლონდონში გადმობარგებამ ნეიტრალური მაყურებლის აზრთა სხვადასხვაობა, ხოლო "კაჭკაჭთა" ქომაგების ზიზღი და სიძულვილი გამოიწვია, მეტიც "შავ-თეთრთა" ფანატებმა ისე შეიძულეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომ მზად იყვნენ ქუჩაშივე თვალის დაუხამხამებლად მოეკლათ, მაგრამ მანამდე სანამ ტრანსფერი შედგებოდა მას ყველა "ნიუკასლის" ყველა დროის საუკეთესო ფორვარდად მიიჩნევდა (უძღვნიდნენ სიმღერებსა და ლექსებს). 

1930 წელს გალაჰერი "სენტ ჯეიმს პარკს" "ჩელსის" ფეხბურთელის ამპლუაში პირველად ეწვია. ზიზღით გამსჭვალულმა "კაჭკაჭების" ქომაგებმა შოტლანდიელ ფეხბურთელს ჯოჯოხეთი მოუწყვეს - ამ მატჩს არც მეტი არც ნაკლები 63,386 ადამიანი დაესწრო(იმ დროის რეკორდი), რომელთაგან უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ჰიუს არც თუ ისე მეგობრული თვალებით უცქერდა. საბოლოოდ გალაჰერი ყოფილი გუნდის ფანატების რისხვას გადაურჩა და "ჩელსის" ერთ-ერთი გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა.

მან "პენსიონერთა" რიგებში 4 წელი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში შოტლანდიელმა ფორვარდმა 132 მატჩში 72 გოლის გატანა მოახერხა.

 

7 თვის წინ
402 / 0
poll გამოკითხვა

როგორ მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?

ძალიან კარგია
კარგია
ცუდია
ძალიან ცუდია
სულ პასუხები: 315
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტიაგო სილვა, ტამი აბრაჰამი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ